მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი SpaceX-ის წარმოებისთვის ლოს-ანჯელესში ქარხანას ააშენებს

5e53c94f45487
ნათია თაქთაქიშვილი
24.02.20 23:30
1042
ილონ მასკი კოსმოსური ხომალდის SpaceX-ის წარმოებისთვის ლოს-ანჯელესში ქარხნის აშენებას გეგმავს. მშენებლობის დაწყება სავარაუდოდ, 2021 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

Fox News-ის ცნობით, ილონ მასკი ლოს-ანჯელესში ქარხნისთვის ტერიტორიას 10-წლიანი იჯარით აიღებს და წელიწადში დაახლოებით 1.69 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

SpaceX-ის დამფუძნებელს ასევე ექნება საშუალება იჯარა დამატებით კიდევ 10 წლით გაიხანგრძლივოს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ახალი კოსმოსური ხომალდების საწარმოს გახსნის შედეგად, საწყის ეტაპზე დაახლოებით 130 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.