პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, საქართველოში იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე გათვლილი იყო. ექიმმა განცხადება ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გააკეთა.
„ძალიან ბევრი ინფიცირებული გვყავს, იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა და გათვლილი იყო. ვერც ერთი ქვეყანა ვერ გაუძლებს იმ დატვირთვას, რაც ჩვენს ქვეყანაშია; როცა პატრული ან სასწრაფო დახმარების ბრიგანდა მირეკავდა, პაციენტის მიღებაზე უარი არასოდეს მითქვამს, მაგრამ ბოლო 10 დღეა, პაციენტის გადმოყვანაზე ბევრი "არა" ვთქვი.
ერთი რამ ვიცი ცხოვრებაში - ადამიანის სიცოცხლე უნდა გადარჩეს, თან ძალან ბევრი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენს ქვეყანას ერთადერთი გამოსავალი აქვს - ისევ უნდა დაიწყოს მკაცრი შეზღუდვა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
შეგახსენებთ: საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდ 19-ის მართვის პროცესში არსებული გამოწვევები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა. მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთობლივად აღინიშნა, რომ მობილობის შემცირების მიზნით, საჭიროა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები. აქვე ხაზი გაესვა, რომ საუბარი არ ეხება საყოველთაო „ლოკდაუნს“.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი, ექიმები - გიორგი გოცაძე და ზურაბ გურული. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შვეიცარიიდან შეუერთდა გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე, ასევე - ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი