მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმერეთი ტურისტებს კარგავს - ქუთაისის აეროპორტიდან საქალაქო ტრანსპორტი არ მოძრაობს"

5db6eedc0fea9
ლიკა გურაბანიძე
03.11.19 12:20
4597

„ქუთაისის აეროპორტში გახსნის დღიდან დღემდე რეგულარული საქალაქო ტრანსპორტი არ მოძრაობს, არც ქუთაისის და არც წყალტუბოს მიმართულებით, რაც ორივე მხარეს ტურისტების შემოდინებას პრობლემას უქმნის,“ - ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა ბერეკაშვილმა განუცხადა.

„ტურისტისთვის ძალიან მოუხერხებელია აეროპორტთან ტრანსპორტის ქირაობა, რადგან  ეს მას გადაადგილებას უძვირებს. წლებია ეს პრობლემა დგას, რადგან მუნიციპალიტეტებმა ვერ გაიგეს, პრობლემა ვის "ეკუთვნოდა" და ვის უნდა გადაეჭრა - წყალტუბოს თუ ქუთაისს. ბოლო ინფორმაციით, რაც გვაქვს, მომდევნო წლიდან ახალი ავტობუსები შემოდის და აეროპორტთან საქალაქო ტრანსპორტის დანიშვნა გათვალისწინებულია. ჩვენ გვინდა, რომ ეს მარშრუტი კომბინირებული იყოს. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტი-ქუთაისი-წყალტუბო და ქუთაისი-წყალტუბო-ქუთაისის აეროპორტი. თუ მუნიციპალიტეტები ამ საკითხზე შეთანხმდებიან, ეს ორივე ქალაქისთვის კარგი იქნება", - განაცხადა ბერეკაშვილმა. 

მისივე თქმით, სპეციალური ტაბლოები უნდა მოეწყოს, რომელიც საქალაქო ავტობუსების მოძრაობის გრაფიკს განსაზღვრავს, ასევე უნდა უნდა შეიქმნას ელექტრონული მარშრუტები.

„ელექტრონული მარშრუტების შექმნა ტურისტს ქალაქში სასურველი ადგილის თუ ღონისძიების ნახვას გაუადვილებს, რაც ადგილობრივი მუნიციპალური ტურიზმის ცენტრმა უნდა შექმნას. ბუკლეტებზე ათასობით ლარი ხარჯვა, მიმაჩნია რომ ფულის განიავებაა და ეფექტი არ აქვს ან ბუკლეტებზე ჰოლოგრამით აპლიკაცია უნდა იყოს დატანილი, რომლის დასკანერებითაც ტურისტისთვის ყველაფერი შესაძლებელი იქნება", - აღნიშნა ბერეკაშვილმა.