მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინფექციური საავადმყოფოს შენობის რემონტი პანდემიის გამო შეფერხდა - გაბუნია

61fba123486f9
მარიამ ვარადაშვილი
03.02.22 14:55
458
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის რემონტი პანდემიამ შეაფერხა. მისივე თქმით, ამ დროისთვის შენობის რემონტი და შესაბამისი დანადგარებით აღჭურვა მიმდინარეობს, რათა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ახალ შენობაში მალე გადავიდეს.

“გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში პანდემია იყო და ამ პერიოდში სარემონტო სამუშაოები უკიდურესი შეზღუდვით ხორციელდებოდა. ამდენად, შენობის რემონტი შეფერხდა და მოვედით იმ მდგომარეობამდე, რომ ნამდვილად ძალიან სასწრაფოა ის, რომ ინფექციური საავადმყოფო დროულად გადავიდეს საკუთარ შენობაში. მიმდინარეობს აღჭურვილობის შესყიდვა EBRD-ის პროექტის ფარგლებში. შენობის ადაპტირება ინფექციური საავადმყოფოს მოთხოვნებთან მხოლოდ მარტივი რემონტი არ არის”,-აცხადებს გაბუნია.

31 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში გადავა. ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს შენობა 2009 წლიდან კერძო მფლობელობაშია. მისი მესაკუთრე "ავერსი ფარმაა", რომელმაც სახელმწიფოსგან აღნიშნული ტერიტორია 12,5 მილიონ დოლარად 12 წლის წინ შეიძინა, თუმცა მიუხედავად ამისა, მფლობელი არსებულ შენობას ამ დრომდე ვერ იყენებს.