06.ივლისი .2021 21:38

ინვესტორის შემოყვანის პროცესში ბიზნესი მთავარი მოთამაშეა - ნინო კობახიძე

 ინვესტორის შემოყვანის პროცესში ბიზნესი მთავარი მოთამაშეა - ნინო კობახიძე
views 679
უკან

ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინო კობახიძე ეკონომიკის მინისტრის მიერ წარდგენილ გრძელვადიან სამოქმედო გეგმას „ეკონომიკა 2030“ აფასებს, რომლის მიხედვით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი წარმოება პრიორიტეტული ხდება.

„როგორც იქნა ეკონომიკის განვითარების გეგმაში ადგილობრივი წარმოებისთვის ხელშეწყობის პროგრამები გამოჩნდა“, - აცხადებს ნინო კობახიძე BM.GE-სთან საუბრისას.

მისი თქმით, ბიზნესფედერაციაში „ქალები მომავლისთვის“ შემავალი ბიზნესებისთვის წარმოების სამოტივაციო სქემის არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

„ქართულ ბიზნესს პროგნოზირებადი გარემო ყველაზე მეტად სჭირდება, იმისთვის რომ დავიწყოთ, დავგეგმოთ და ვიპოვოთ გასაღების არეალი, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ გეგმის შემსრულებლის კონკრეტული რეგალიები ჩვენთვის ცნობილი იქნება და სხვადასხვა ცვლილებასთან ერთად დასახული მიზნები არ შეიცვლება“, - ამბობს კობახიძე და დასძენს, რომ ინვესტორების მოზიდვის დროს მთავარ როლს თავად ბიზნესი ასრულებს, სახელმწიფო კი მათ საჭირო გარემოს უქმნის.

„ჩვენ თუ გვექნება გარანტირებულად ინფორმაცია, რომ თუნდაც წარმოების ხელშეწყობაში არაფერი შეიცვლება, მიწის რეფორმა, რომელიც დაწყებულია, გაგრძელდება და გავა ბოლომდე; დამერწმუნეთ, ბიზნესია მთავარი მოთამაშე ინვესტორის შემოყვანის პროცესში. სახელმწიფო უბრალოდ განვითარებისთვის პირობების შემქმნელია, ხოლო ბიზნესი, კანონმდებლობის სისწორით, ინვესტორების ქვეყანაში შემოსვლაში დარწმუნებას ვცდილობთ“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე - სჭირდება თუ არა დღეს ადგილობრივ მწარმოებლებს საგადასახადო შეღავათები, რომლის რეკომენდაციაც ინვესტორთა საბჭოს ჰქონდა, „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ბიზნესმა დაკისრებული საგადასახადო ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

„ჩვენ თუ ვსაუბრობთ კრიზისის მართვაზე, პანდემიის დროს იყო მთელი რიგი შეღავათები. ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია დავითანხმოთ განვითარების საშუალებები, ახალი ბიზნესის დაწყების და ინვესტორის მოყვანის საშუალებები, ხოლო ბიზნესი და ინვესტორი, რომელიც ქვეყანაში ბიზნესს იწყებს, გადასახადებს უნდა იხდიდეს“, - უთხრა BM.GE-ის ნინო კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა