მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი: გამოთქმამ - "მიწა ჩვენი სიმდიდრეა", შინაარსი უნდა შეიძინოს

60338c8604028
ინგა მურუსიძე
22.02.21 14:50
1254
"გამოთქმამ - "მიწა ჩვენი სიმდიდრეა", რეალური შინაარსი უნდა შეიძინოს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს თავისი გეგმები გააცნო.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატ ლევან დავითაშვილს აქვს კარგად ჩამოყალიბებული ხედვა სოფლის მეურნეობის მიმართულებით და მას სრული მხარდაჭერა ექნება.

„2014 წელს გამოსვლაში ვთქვი, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი-მეთქი, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოქალაქეებს დოვლათის შექმნაში. გამოთქმამ - "მიწა ჩვენი სიმდიდრეა", რეალური შინაარსი უნდა შეიძინოს. საქართველო რეგიონების ერთობლიობაა და მათი განვითარება ჩვენს სრულ განვითარებას ნიშნავს.

ჯერ კიდევ 6 წლის წინ ეკონომიკის სამინისტრომ ჩემი დავალებით დაამუშავა ყველა რეგიონის განვითარების პოტენციალი. ამას სჭირდება მიბრუნება და ყველა რეგიონის პოტენციალის ათვისება საჭიროა, კერძო სექტორთან ერთად, მოქალაქეების ჩართულობით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.