მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

6239b446dce19
მარიამ იზორია
22.03.22 15:33
623
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ახალ ხელმძღვანელს, ალექსანდრ ვინიკოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსანდრ ვინიკოვს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

საუბარი ნატო-საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას, ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ კუთხით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს დაეთმო.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის განსაკუთრებული მნიშვნელობა საომარი მოქმედებების მალე დასრულებისთვის.