მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კოვზანაძის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე იქნება, მეორე - ირაკლი ზარქუა

5fd732b471d00
თელარა გელანტია
14.12.20 13:37
1309
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე იქნება.

კვიჟანაძის კანდიდატურა კომიტეტის საორგანიზაციო სხდომაზე ერთხმად დაამტკიცეს. ირაკლი კოვზანაძის მეორე მოადგილედ კი, ირაკლი ზარქუა აირჩიეს.

„მესამე მოადგილეს რაც შეეხება, ვაკანსია დავტოვოთ. ჩემი პერსონალური სურვილი იქნება, რომ ოპოზიციამ ეს ვაკანსია შევასოს, რადგან მიუხედავად პოლიტიკური აზრთა სხვადასხაობისა, ჩვენ მათთან თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვქონდა“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დებულებაც დაამტკიცეს.

ცნობისთვის: პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პირველ საორგანიზაციოს სხდომას მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატები ესწრებოდნენ.