მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ლექვინაძე მედიკამენტების ერთიანი ვებპორტალის შექმნას აანონსებს

5def6d199b14c
ვიქტორია მღებრიშვილი
10.12.19 14:10
733
ფარმაცევტულ სფეროში მომხმარებლისთვის ერთიანი ვებპორტალი შეიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ ფარმაციის სექტორის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა, რომელზეც კონკურენციის სააგენტო და სექტორის წარმომადგენლები ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე მსჯელობენ.

„მედიკამენტების ერთიანი ვებპორტალი იქნება ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ მომხმარებელმა სწრაფად და ლოკაციის გათვალისწინებით შეადაროს ერთმანეთს საჭირო მედიკმენტის ფასი“, - აღნიშნა ლექვინაძემ და დასძინა, რომ დღეს აღნიშნული პროექტის იდეის პრეზენტაცია იმართება.

„დღეს მოხდება კარგი პროექტის იდეის პრეზენტაცია, რომელიც კავშირშია, რა თქმა უნდა, ფარმაციის სფეროს მონიტორინგთან. ეს გულისხმობს შემდეგს, რომ უნდა შეიქმნას საკმაოდ მოცულობითი ვებპორტალი, სადაც მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ საქართველოში არსებულ სააფთიაქო ქსელებში, თავისი გეოგრაფიული ლოკაციების მიხედვით მოძებნოს მისთვის საჭირო მედიკამენტები. ეს არის საინტერესო ევროპული გამოცდილება და თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს, ამაზე დღეს ისაუბრებენ ევროპელი ექსპერტები. ვაკეთებთ ამ იდეის პრეზენტაციას ჩვენს ერთ-ერთ საერთაშორისო პარტნიორთან ერთად და დღესაც გვინდა, გარკვეულწილად მივიღოთ სექტორიდან უკუკავშირი, რადგანაც ამ პროექტის განხორციელება ერთობლივი თანხმობით და ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთთანამშრომლობით წარმოგვიდგენია", - აცხადებს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე.