23.სექტემბერი .2019 16:00

იურისტი:დეცენტრალიზაციის სტრატეგიის უმთავრესი საკითხი არის ის, რომ გაზარდოს მუნიციპალიტეტების დაფინანსება

უკან

„დეცენტრალიზაციის სტრატეგიის უმთავრესი საკითხი არის ის, რომ ის ფინანსური ნაწილი, რომელიც დეცენტრალიზაციას აქვს მთავრობამ ჯეროვნად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს და შესაბამისად გაზარდოს მუნიციპალიტეტების დაფინანსება,“ - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა ინფრასტრუქტურის სამინსიტროს გადაწყეტილებაზე კომენტირებისას განაცხადა.

კერძოდ, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით ტურისტულად დატვირთული კურორტების მართვის განსხვავებული მოდელი მომზადდება, რაც გარკვეულ მუნიციპალიტეტებს სსიპ-ების შექმნის.


როგორც ალაფიშვილი განმარტავს, სერვისების განვითარების პრობლემა არა საკურორტო ზონებშიც არსებობს.


„დღეს რეალურად თვითმმართველობაზე დამოკიდებული არაფერი არ არის. შესაბამისად, ეს არ არის ის გზა და ის მოდელი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მუნიციპალიტეტების მართვის და განვითარების სისტემას მოაგვარებს.

მთავრობა კურორტებზე მსჯელობს, მაგრამ რა განსხვავებაა ე.წ არა საკურორტო დასახლებებს შორის? იქაც სერვისების განვითარების სხვა პრობლემაა. მთავრობა ამბობს, რომ რადგან კურორტების განვითარება ჩემ დაქვემდებარებაშია მას ჩემი პირდაპირი ზედამხედველობით განვავითარებთ, მაგრამ დანარჩენ ტერიტორიებს მე არ მივხედავ და არც ფულს არ მივცემო. ეს სწორი არ არის.

დეცენტრალიზაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ერთიანი ხედვით და შესაბამისად, საკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსების განვითარებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია.“ - აღნიშნა იურისტმა.


ცნობისთვის: ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბევრი პრობლემა კურორტების ადმინისტრირებას უკავშირდება და ამის მიზეზი ძირითადად არის ის, რომ თვითმმართველობას საჭირო არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ გააჩნია ამიტომ, ვიცე-პრემიერი მიიჩნევს, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ცალკეულ მუნიციპალიტეტებში საჯარო სამართლის იურიდიული პირები უნდა შეიქმნას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა