მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის მინისტრი: ბავშვების შიმშილობის საკითხი დღესაც მწვავედ დგას

5e3acad759529
თელარა გელანტია
05.02.20 18:00
883
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვების შიმშილობის საკითხი დღესაც მწვავედ დგას.

ამის შესახებ ტიკარაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.

„შიმშილობენ თუ არა ბავშვები საქართველოში? - წლების განმავლობაში ნამდვილად იყო ეს საკითხი მწვავე თემა. ეს საკითხი დღესაც მწვავედ დგას. უნდა აღვნიშნო, რომ 2019 წლის იანვრიდან ხუთჯერ გაიზარდა ბავშვებზე გაწეული დახმარება. ასევე არსებობს საკვები ვაუჩერები, მაგრამ ჩვენ ნამდვილად ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი და ჯერ აღმასრულებებლ ხელისუფლებასაც ძალიან ბევრი აქვს სამუშაო იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვები არა მხოლოდ არ შიმშილობდნენ, არამედ მათი კეთილდღეობისთვის ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. მე ვთვლი, რომ ეს ჩვენი ყველას საზრუნავია და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით და იმ მოტივაციებით, რაც გაგვაჩნია, უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემატიკის დაძლევასაც, რადგან ჯანდაცის სამინისტროს ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორო უდგას მხარში, გვეხმარებიან, რომ გავაანალიზოთ ის პრობლემები, რაც გვაქვს და ვმუშაობთ იმ გამოსავლებზე, რომელიც კეთილგონიერი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.