მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ აგენტებთან გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

61eab390a0348
მარიამ ვარადაშვილი
21.01.22 18:14
531
სოციალურ აგენტებთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. კერძოდ, სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ის კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს, რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დასაქმებულთა შრომის პირობების გაუმჯობესების მიმართულებით გადადგა.

საუბარია სოციალური აგენტებისთვის, ფიქსირებული ანაზღაურების 60%-მდე ზრდაზე, რის შემდეგაც მათი ფიქსირებული ანაზღაურება 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდა, უფროსი სოციალური აგენტის კი - 550 ლარის ნაცვლად 700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.

“შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს დასაქმებულთა წინაშე დგას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია, კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში აქტიურად გაგრძელდეს სამომავლო საქმიანობა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება, როგორც დასაქმებულთა, ასევე ბენეფიციართა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდენ, რომ შემდგომი განვითარების და გაძლიერების გეგმებზე მუშაობა მოლაპარაკების რეჟიმში წარიმართება”,-წერია სამინისტროს განცხადებაში.

სოციალური მომსახურების 400-მდე დასაქმებული გაფიცულია. ისინი შრომის პირობების გაუმჯოებესებასა და ფიქსირებული ხელფასის (250 ლარი) 100%-ით ზრდას ითხოვენ.

"მინისტრის მოადგილემ კონკრეტული შეთავაზება გაგვაცნო" - სამინისტროში სოცაგენტებთან შეხვედრა დასრულდა