მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტროს კანონპროექტით რა პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ? - დეპუტატი

5f115d8410e91
ინგა მურუსიძე
17.07.20 12:21
676
"ღელვა არის იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს დოკუმენტური ინფორმაცია, თუ რა პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ", - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე.

კომიტეტზე მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებში ( „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“) ცვლილებებს განიხილავენ, რომლის ავტორი ჯანდაცვის სამინისტროა.

„ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში რაც დავინახეთ, იმან გვაფიქრებინა კანონში ცვლილებების შეტანაო. ზუსტად ეს ტოვებს უკმარისობის განცდას. ერთი მხრივ, სამინისტროს აქვს პოზიცია, რომ ხარვეზი არსებობს, გვაინტერესებს, რამდენი კლინიკა შეამოწმეთ, რა ხარვეზი აღმოჩნდა? სამედიცინო სექტორს, ასევე, აქვს შიში, რომ ჩვენ ვქმნით დამატებით სადამსჯელო მექანიზმს, რომელსაც როგორ გამოიყენებს მთავრობა, არ ვიცით. კარგი იქნებოდა ეს მასალები დოკუმენტურად გვქონდეს. როგორ ვზრუნავდით აქამდე ხარისხზე, ამისთვის წინა ისტორიას დიდი მნიშვნელობა აქვს. კლინიკები ყოველთვის შფოთავდნენ, რომ სოკოებივით მრავლდებოდა სამედიცინო დაწესებულებები, რომელთა ხარისხი ეჭვს ბადებდა.

როგორ ხდებოდა წინა წლებში? ეს ქვეყანა 8 წლის წინ რომ "განათდა", აი, მაგის შემდეგ მაინტერესებს რა ხდებოდა ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით? თავიდან დაიწყო დადგენილებებით და მინისტრის ბრძანებებით. კლინიკებს მოეთხოვათ ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი შეექმნათ. მერე რეპორტინგი უნდა გაეკეთებინათ. რატომ არ შეიძლებოდა წლების განმავლობაში ურთიერთთანამშრომლობით მივსულიყავით ხარისხის კონტროლის ისეთ მექანიზმამდე, რომ ასეთი სადამსჯელო ზომები არ გამხდარიყო საჭირო?", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.