საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მენეჯმენტი ვაქცინაციის კუთხით არაადამაკმაყოფილებელია. წაქაძემ განცხადება გააკეთა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე და თქვა, რომ ნამდვილად საჭიროა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი გაიზარდოს, თუმცა უწყების საქმიანობა უნდა იყოს ეფექტიანი.
„განსაკუთრებით დღეს არის მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სამინისტრო, რომელზეც ქვეყანა არის დამოკიდებული. ასეთი გამონათქვამია - „მოყვარეს პირში უძრახე, მტერს - პირს უკანო“. მე მინდა ვთქვა, ჯანდაცვის სამინისტროს მენეჯმენტი ვაქცინაციის კუთხით არაადამაკმაყოფილებელია. მოგიწოდებთ და გთხოვთ, რომ თანხები ამ მიმართულებით გამოიყენოთ. თუ ჩვენ ვაქცინაციის პროცესი არ გადავტეხეთ, არაფერი გამოვა. ყოველდღიურად ინფიცირების ძალიან მაღალი მაჩვენებლები გვაქვს, ხოლო ეს პირდაპირ არის მიბმული ეკონომიკაზე.
იზრდება ინფიცირება, იკლებს ეკონომიკა. ქვეყანა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს მეტს, ამიტომ ჩვენს თავს უნდა გადავახტეთ მეგობრებო და რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავამთავროთ ვაქცინაცია“, - მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ბეჟან წაქაძემ.
თავის მხრივ, კრიტიკას იზიარებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, თუმცა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია სხვა უწყებების ჩართულობაც, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, რომელმაც ვაქცინაციის პროცესში უნდა იაქტიუროს.
„მე მესმის წუხილი ამასთან დაკავშირებით და თუნდაც გუშინდელი შემთხვევა, როცა საინფორმაციო სისტემის გაუმართაობის გამო ბევრ მოქალაქეს უხერხულობა შეექმნა, აჩენს კითხვებს მენეჯმენტის ხარისხთან მიმართებაში და იმასთან მიმართებაში, თუ რამდენად სრულად არის მობილიზებული ჯანდაცვის სისტემის სრული რესურსი. აქ რა არის მხოლოდ სამინისტრო. აქ არის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სხვა უწყებები, რომლების შესყიდვებში არიან ჩართული, ლოჯისტიკაში და ა.შ.
მე უბრალოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ვაქცინაციის პროგრამის წარმატება მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული იმაზე, პასუხისმგებლობის ბადით განსაზღვრული ყველა უწყება რამდენად აქტიურად ჩაერთვება და ხელს შეგვიწყოს, რომ ვაქცინაციის სამიზნე მაჩვენებელი შესრულდეს. აქ ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობები. მენეჯმენტის გაძლიერებაზე ვმუშაობთ, თუმცა გვჭირდება სხვა უწყებების დახმარება და ამ დახმარებას ვიღებთ კიდეც“, - განაცხადა გაბუნიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი