10.დეკემბერი .2019 23:05

"ჯანდაცვის სამინისტროსთან ჭირს კომუნიკაცია.. ეს არის ჩვენი დარდი"

views 993
უკან

“ჯანდაცვის სამინისტროსთან ჭირს კომუნიკაცია.. ეს არის ჩვენი დარდი”, - ამის შესახებ bm.ge-ს ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, რთული სათქმელია, თუ რას ელოდებიან ჯანდაცვის უწყებისგან სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ სამინისტროს წერილით მიმართეს.

„თვითონ პროცესი არის საკმაოდ გაუგებარ ვითარებაში. ჩვენი მიზანია ამ ცვლილებებმა ლოგიკური სახე მიიღოს, იყოს ეფექტური პაციენტისთვის. რეალურად ჩვენ ამ ცვლილებებით ამას ვერ ვხედავთ. ის პროცესი, რაც მიდის ახლა, რეალურად ამის იმედს არ ტოვებს. ეს არის მთელი ჩვენი დარდი.

რეალურად გართულდა კომუნიკაცია სამინისტროსთან, იმ შეხვედრამ რაც იყო პრემიერთან, რაღაცა ფორმა მისცა ამას... იმედი გვაქვს, რომ ამას რაღაც გაგრძელება ექნება, თუმცა, ჯერ ნიშნები არ ჩანს.

მთავარი თემა არის მსჯელობის დაწყება ამ საკითხზე. და მსჯელობის დაწყება პროფესიული კუთხით, რომ პირველ რიგში პაციენტის უსაფრთხოება იყოს დაცული. ჩემი პირადი აზრით, სამინისტრო გვთავაზობს ვაჭრობას. ახლა დაამატეს რაღაც არჩეული ექიმის კომპონენტი, და იმედი აქვთ, რომ ამით საავადმყოფოების ფინანსური ინტერესი დაკმაყოფილდება. რეალურად რაც ამოსავალი თემაა - პაციენტი, ამაზე არავინ საუბრობს“, - განუცხადა bm.ge-ს ვახტანგ კალოიანმა.

შეგახსენებთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. შესაბამისი განცხადება მათ ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მიერ შესრულებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი გიორგი გახარიას დავალება სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს თქვენთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2019 წლის 5 ნოემბრის #520 დადგენილებით გატარებული ცვლილებების ანალიზი და საჭიროებისამებრ კორექტირება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, დაგვინიშნოთ შეხვედრების დრო სამუშაო ჯგუფისთვის“, - წერია განცხადებაში, რომლითაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა