„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში ფეხბურთის სტადიონი მოეწყო. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, მინდორი, რომელსაც მოსახლეობა ფეხბურთის სათამაშოდ იყენებდა, მოსწორდა, ტერიტორია შემოიღობა, დამონტაჟდა გარეგანათება და მოეწყო საგულშემატკივრო სივრცე.
სტადიონის გახსნასთან დაკავშირებით, პირველი ამხანაგური მატჩი დარკვეთის მოსახლეობასა და დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებს შორის გაიმართა.
თამაში თანაბარი უპირატესობით წარიმართა, შესაბამისად, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. პენლების სერიის შემდეგ, გამარჯვება დარკვეთის მოსახლეობის გუნდს ერგო.
საუკეთესო მოთამაშეებად გიორგი ღუღუნიშვილი, პანო კეჩეჩიდი, ნიკოლოზ ნოზაძე, ლევან თაბაგარი და დავით ღუღუნიშვილი დასახელდნენ, რომლებსაც სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ დარკვეთის სტადიონის გარდა, წელს, „ჯორჯიან მანგანეზის“ დაფინანსებით, ჭიათურაში სხვა სარეკრეაციო და სპორტული სივრცეებიც კეთილმოეწყო. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა „25“-ის საფეხბურთო სტადიონს, ასევე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის (ცდფ) მიმდებარე ტერიტორიაზე, აშენდა ღია საკალათბურთო მოედანი. ამ ეტაპზე სოფელ ითხვისში დამატებით კიდევ ერთი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.
#ჯორჯიანმანგანეზი #დარკვეთი #სტადიონი #ამხანაგურიმატჩი #ერთადყველაფერიგამოგვდის
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?