მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კიევში რუსული ჯარი არ არის“ - კლიჩკო

621a1343686dc
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.22 15:48
939
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ კიევში რუსული ჯარი არ არის. მისი თქმით, 26 თებერვლის ღამე რთული იყო.

ოკუპანტები ქალაქში შეჭრას გოსტომელისა და ჟიტომირის მხრიდან ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინული ჯარი ქალაქს იცავს. წერს უკრაინული გამოცემა Unian-ი.

„სამწუხაროდ, ახლა ქალაქში დივერსიული დაჯგუფებები მოქმედებენ. რამდენიმე შეტაკებას და სროლას ჰქონდა ადგილი. დილის 6 საათის მდგომარეობით, დაჭრილია 35 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. ვთხოვ ყველას, გაუძლოთ ამ მდგომარეობას და დარჩეთ თავშესაფარში. მტერს ჰაერიდან დავესხმებით თავს.

სამხედროები, პოლიცია, ეროვნული გვარდია ჩვენს ქალაქს იცავენ. რთული იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ. ჩვენთან არის თავდაცვა, ჯარი, ჩვენთან არის სამართალი“, - განაცხადა კლიჩკომ და დასძინა, რომ დედაქალაქში გადაადგილება შეიზღუდება, რამდენადაც მოეწყობა ბლოკპოსტები.