„მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.
კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის წევრების ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის და სამველ მანუკიანის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, პირველი მოსმენით განიხილა.
სხდომაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, გელა სამხარაულმა ცვლილებების მომზადების მიზნებზე ისაუბრა. „კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებული ჩანაწერების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობას, და ცვლილებები ასევე ადგენს რიგ ახალ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც დასახელებული სტატუსის მქონე კოოპერატივებს მოეთხოვებათ“, - აღნიშნა გელა სამხარაულმა. მისივე თქმით, კანონპროექტი პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარედგინა, რადგან ცვლილებების 2023 წლის 1 იანვრამდე მიუღებლობის შემთხვევაში, დღის წესრიგში დადგება არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთა 80%-ის სტატუსის შეწყვეტის საკითხი.
კანონპროექტი ცვლილებებსა და დამატებებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით ითვალისწინებს, როგორიცაა, პაის ოდენობა, მეპაიეთა რაოდენობა, მოგების განაწილება, ინვესტორი წევრი და სხვა. საკუთარი წესდებების ამ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ან ამ სტატუსის მიღების მსურველ კოოპერატივებს, დამატებით ერთი წელი მიეცემათ და მათი შესრულებისთვის ვადა 2024 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრება.
სხდომაზე განხილულ კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება