მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კორონავირუსის გამო რუმინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

5e6f5a9ad40be
ნათია თაქთაქიშვილი
16.03.20 16:10
980
დღეიდან რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ იფნრომაცაის მედია გამოცემა xinhuanet.com-ი ავრცელებს.

როგორც იოჰანისი აღნიშნავს, მთავრობა ყველა ძალას და ყველა რესურსს გამოიყნებს COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად.

„ეს მნიშვნელოვანია, რათა ზომები, რომლებიც უნდა მივიღოთ, დროულად ამოქმედდეს და ბრძოლა ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით წარიმართოს, რასაც კანონი ითვალისწინებს“, – განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა მეტი რესურსის გამოყოფის საშუალებას იძლევა და კრიზისის მართვა უკეთესად იქნება შესაძლებელი.

პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ გაითვალისწინონ ჯანდაცვის ორგანოების გაფრთხილებები და თავი შეიკავონ არააუციელბელი კონტაქტებისგან.

რუმინეთში 16 მარტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 139 შემთხვევაა დადგენილი, ხოლო გამოჯანმრთელდა 9 ინფიცირებული.