მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება შესაძლოა აბითაც გახდეს შესაძლებელი

6100095a6ad01
ნათია თაქთაქიშვილი
27.07.21 20:25
990
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება უახლოეს მომავალში შესაძლოა აბის ან ინჰალატორის მეშვეობითაც გახდეს შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ვაქცინის ინჰალატორის ფორმით გამოშვებაზე შვედეთში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ცენტრი მუშაობს. მეცნიერის ინგემო ანდერსონის განცხადებით, ინჰალატორი დიდ წვლილს შეიტანს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ინჰალატორის ფორმით შენახვა +40 ცელსიუს გრადუსამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო მისი მოხმარება მარტივია და ასთმის შეტევის მოსახსნელ ინჰალატორს წააგავს.

გამოცემის მიხედვით, სამეცნიერო ცენტრი ამჟამად ინჰალატორის ეფექტიანობას ბეტა და ალფა შტამების წინააღმდეგ ცდის. ტესტირება ამჟამად თაგვებზე ტარდება, ხოლო დაახლოებით ორ თვეში ადამიანებზე დაიწყება.

„ეს ნამდვილად გაზრდის ვაქცინაზე წვდომას ისეთ ადგილებზე, სადაც დღემდე ლოგისტიკური პრობლემებია. არის ადგილები, სადაც ვაქცინით დატვირთული ყუთები ველოსიპედებით და აქლემებით გადააქვთ“, - განაცხადა სტეფან სვარტლინგ პეტერსონმა, რომელიც Unicef-ის გლობალური ჯანდაცვის ხელმძღვანელი იყო 2016 წლიდან 2020 წლამდე.

გამოცემა წერს, რომ მეცნიერები ასევე აქტიურად მუშაობენ ვაქცინის ტაბლეტის ფორმით შექმნაზე, რომელიც მართალია დიდ მეცნიერულ კვლევებს მოითხოვს, მაგრამ შესაძლოა, ერთ-ერთი გარდამტეხი საშუალება აღმოჩნდეს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.