03.ოქტომბერი .2019 18:40

ლევან ვეფხვაძე შრომის კოდექსზე: RIA-ს გარეშე ასეთი ინიციატივების მიღება დაუშვებელია

views 423
უკან

საქართველოს პარლამენტში რამდენიმე დღის წინ შევიდა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის განხილვასაც პარლამენტის ბიურომ დაუჭირა მხარი. ახალი კანონპროექტით, კვირაში 8 საათზე მეტი ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება იკრძალება.

კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს საქართველოს ბიზნესასოციის აღმასრულებელ დირექტორ ლევან ვეფხვაძეს, რომელიც BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი ცვლილებები რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიშის გარეშე არ უნდა იყოს მიღებული.

"შრომის კოდექსთან დაკავშირებით მიდგომა გვაქვს ძალიან მარტივი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ახალი რეგულაციის შესახებ უნდა მოხდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA). ამ დოკუმენტით უნდა შეფასდეს ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუ დავინახავთ, რომ ამ კონკრეტული კანონმდებლობის მიღება მოხდეს უარყოფით გავლენას ბიზნესზე, აუცილებელია მოვიფიქროთ თუ რას გავაკეთებთ ამის საპასუხოდ. ინდუსტრიების მიხედვით საჭიროა კვლევა, ჩვენ ძალიან ძალიან არასწორად მიგვაჩნია, როდესაც მსგავსი ტიპის ახალი რეგულაციები შემოდის კვლევების გარეშე და დაუშვებლად მიგვაჩნია ასე ნაჩქარევად გადაწყვეტილებების მიღება", - ამბობს ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, რომ შრომის კოდექსთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივა აქვს მომზადებული "ქართული ოცნების" კიდევ ერთ დეპუტატ დიმიტრი ცქიტიშვილსაც, რაც ქვეყანაში მინიმალური ხელფასის დაწესებას, ზეგანაკვეთური სამუშაოს შეზღუდვას, ზეგანაკვეთის დამატებით ანაზღაურების განსაზღვრას, შეთავსებითი სამუშაოს რეგულირებას, საწარმოს გაყიდვის დროს, დასაქმებულთა უფლებების განსაზღვრას და კიდევ სხვა საკითხებს ეხება, თუმცა აღნიშნული ინიციატივა ჯერ პარლამენტში ინიცირებული არაა.

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი სავარაუდოდ, არის მცდელობა ანალოგიური აკრძალვების ინიცირება პარლამენტში ირიბი გზით მოხდეს.

“იყო კანონპროექტი მომზადებული კონკრეტული პარლამენტის წევრის მიერ, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ. ამ განხილვას ესწრებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელიც, როდესაც ჩვენ ეს განხილვა მოვაწყვეთ. ეჭვი მაქვს რომ იმის გამო, რომ ამ ინიციატივის ინიცირებას პარლამენტის წევრის მხრიდან წინააღმდეგობა შეხვდა, გადაწყვიტეს რომ სხვა მიმართულებით წასულიყო ეს პროცესი", - ამბობს ცქიტიშვილი.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომ პროექტის განხილვას RIA-ს მომზადება ესაჭიროება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა