მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lukoil-ი უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულების მოწოდებით გამოდის

6220ed66de2a7
თამთა ჯიჯავაძე
03.03.22 20:37
1281
რუსეთის სიდიდით მეორე ნავთობკომპანია Lukoil-ი უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემის ცნობით, Lukoil-ი პირველი კომპანიაა რუსეთში, რომელმაც კონფლიქტი საჯარო დაგმო.

Lukoil-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიაში შეშფოთებული არიან უკრაინაში მიმდინარე "ტრაგიკული მოვლენების გამო" და კონფლიქტის დასრულების მიზნით მოლაპარაკებებს უჭერენ მხარს.

"ჩვენ მოვუწოდებთ შეიარაღებული კონფლიქტის სწრაფად შეწყვეტას და სრულად ვუჭერთ მხარს მის მოლაპარაკებების შედეგად, დიპლომატიური გზებით მოგვარებას", - წერია კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, Lukoil-ის მთავარი აქციონერები კომპანიის მისი ხელმძღვანელი ვაგიტ ალეკპეროვი და მისი მოადგილე ლეონიდ ფედუნი.