მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაზიებში პური იმაზე 15-25 თეთრით ძვირად იყიდება, ვიდრე მწარმობლები აწვდიან - დოლიძე

5fa5632b3c3cc
ვიქტორია მღებრიშვილი
06.11.20 19:05
1468
პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ღირებულებას მაღაზიები ხშირად ხელოვნურად ზრდიან. ამის შესახებ მან გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

მისი თქმით, პურის ფასის ცვლა არ არის მარტივი პროცესი და წარმოებიდან დაწყებული დახლამდე მიწოდების არსებულ ჯაჭვს მოიცავს.
„ლარის გაუფასურების გაგრძელების შემთხვევაში პური შეიძლება 10-15 თეთრით გაძვირდეს, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი ეს ნამატი მარტო პურის თვითღირებულების ზრდას არ ნიშნავს, ამას მძივივით მოყვება დისტრიბუციისა და ვაჭრობის მიერ ფასის მომატება.

სამწუხაროდ ვაჭრობაში ისეთი მდგომარეობა იქმნება, რომ მწარმოებელი პურს რომ აგზავნის ერთ ფასად, იქ სულ სხვა ფასად იყიდება ხოლმე. ფასნამატი საკმაოდ დასახვეწი მომენტია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ამას ცუდად იყენებს და მაღაზიებში პურზე ფასი 15-20-25 თეთრით არის ხოლმე მომატებული, რაც ძალიან სამწუხაროა და უნდა დარეგულირდეს. ადრე ასე იყო, რომ ღირებულების 5%-ზე მეტის მომატების უფლება სავაჭრო ობიექტებს არ ჰქონდათ“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

მისი თქმით, იმისთვის რომ პურზე -პირველად მოხმარების პროდუქტზე ფასი არ გაიზარდოს, სახელმწიფო უწყებებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და იმ შემთხვევაში თუ ლარი გაუფასურებას განაგრძობს ფასის შენარჩუნებისთვის მეპურეებს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა დასჭირდებათ.