მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს იყო ჩვეულებრივი კაპიტულანტური განცხადება" - ეკონომისტი პრემიერს აფასებს

6218c3cd5f162
ელენე გოგბერაშვილი
25.02.22 16:36
1163
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, საზოგადოებაში საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურება აქვს.

"მე არაფერს გავაკეთებ, არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ, რაც ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებს. გავეცანით საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რაც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას და მინდა მკაფიოდ განვაცხადო - საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, რადგან ეს მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. მე მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის შეფასებით, ეს იყო პრემიერის მხრიდან ჩვეულებრივი კაპიტულანტური განცხადება.

„არ ვიცი რა კომენტარი გავაკეთო, ეს არის პრემიერის მხრიდან ჩვეულებრივი კაპიტულანტური განცხადება, როცა მას კაპიტულაციას არავინ სთხოვს. ზოგიერთ სანქციასთან საქართველოს მიერთება, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი იქნება, მაგრამ არ გააკეთო მაინც კომენტარი.

სანქციები მარტო ეკონომიკური არ არის; რას ვაპირებთ - მაგალითად, სალავიოვი და სიმონიანი საქართველოში უნდა შემოვუშვათ? ან დუმის დეპუტატები, ვისაც ისედაც არ უნდა ვუშვებდით და ვნახეთ, რომ ვუშვებთ. რაღაც ელემენტარული ღირსება ხომ უნდა გვქონდეს ქვეყანა თუ ვართ?! ეს არის ამბავი. იმედია, უკრაინა გაიმარჯვებს“, - აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.