მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარცვლეულის ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებისთვის ფიზიკური პირები 1 000 ლარით დაჯარიმდებიან

6447f542db2a5
ელენე გოგბერაშვილი
25.04.23 17:25
164
მიმდინარე კვირაში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა“ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომელიც ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების იმ მფლობელების მიმართ, რომლებიც მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით.

კანონპროექტის მიღების შედეგად, მიწის ნაკვეთზე არსებული მარცვლოვანი მცენარეების ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით თითოეულ ჰექტარ გადამწვარ მიწის ნაკვეთზე, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საჯარიმო სანქციის შემოღების საჭიროება გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდება დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს, ასევე გარემოს.

„როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ბოლო დროს გახშირებულია შემთხვევები, როდესაც სასოფლოსამეურნეო სავარგულების მფლობელები, მოსავლის აღების შემდგომ ახდენენ მიწის ნაკვეთზე დარჩენილი ნაწვერალისთვის ცეცხლის წაკიდებას დაწვის მიზნით, რაც დიდ ზიანს აყენებს როგორც ნიადაგს ასევე გარემოს, არსებობს მიმდებარე ნაკვეთებზე, მინდვრებზე, ტყეებზე ან დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების ძალიან დიდი ალბათობა, რამაც შესაძლებელია შეუქცევადი შედეგები გამოიღოს. მიზანშეწონილია ასეთი ქმედებისათვის არსებობდეს შემაკავებელი ეფექტის მქონე მკაცრი ადმინისტრაციული ჯარიმა“,-წერია განმარტებით ბარათში.