მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარინა ეზუგბაია კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევის წყაროებს ასახელებს

5f363b918b69f
ვიქტორია მღებრიშვილი
14.08.20 11:19
2820
დღევანდელი მონაცემებით COVID-19-ით დადასტურებულ ინფიცირებულთა რაოდენობა 23-ით გაიზარდა და 1 306 ადამიანი შეადგინა.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს დადასტურებული შემთხვევების წყაროების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„23 დადასტურებული შემთხვევიდან 6 პაციენტის წყარო გახლავთ ლენჯერი; 11 პაციენტის წყარო არის დადასტურებულებთან კონტაქტები; 2 არის შემოტანილი შემთხვევა, ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია; 1 სამედიცინო პერსონალი და 3 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს მოძიებით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვია 17; იყო 1068 და ახლა არის 1085 გამოჯანმრთელებულია.

„გამოჯანრთელებულების პროცენტი კვლავ 83%-ზე რჩება და ამ დადასტურებულების და გამოჯანრთელებულების შეფარდებით დღევანდელი მონაცემებით 204 პაციენტი მკურნალობს კოვიდ-ცენტრებში.

კრიტიკული მდგომარეობით სხვადასხვა კოვიდ-ცენტრების რეანიმაციულ განყოფილებებში 7 პაციენტი მკურნალობს, 17 პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმედ რჩება, თუმცა პროგრესირება არც ერთ მათგანთან არ შეინიშნება“, - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა..