რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
ილია ბეგიაშვილმა და ეკატერინე გალდავამ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს კონტრაქტორი აზერბაიჯანული კომპანიის ‘’Akelik Group”-ის წარმომადგენლებისგან.
„ასეთი მასშტაბური პროექტი საქართველოში არც ისე ბევრი განხორციელებულა, დიდია მოსახლეობის რაოდენობაც, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ ამ ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. გვქონდა სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებთან და პროექტის ზედამხედველებთან, ასეთი ტიპის შეხვედრები ხშირად გაიმართება, რათა არ ჩამოვრჩეთ სამუშაოების ტემპს“. - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მშენებლობა, მაგისტრალური მილის და შიდა ქსელების მოწყობა, ამორტიზებული მილების ახლით ჩანაცვლება. ასევე, კანალიზაციის კოლექტორის მოწყობა და წყალარინების (კანალიზაციის) სატუმბი სადგურის მშენებლობა.
„მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე მონიტორინგი მუდმივად ხორციელდება, დღეის მდგომარეობით სამუშაოების ტემპი დამაკმაყოფილებელია. ვიმედოვნებთ, პროექტი განსაზღვრულ ვადებში დასრულდება. ამასთან, სამუშაოების დროს დიდი ყურადღება ეთმობა შესრულების ხარისხს“ - განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
პროექტი 2021 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც ქალაქ მარნეულის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების - წერეთლის, საიმერლოს, დიდი ბეგლარის, პატარა ბეგლარისა და ყიზილაჯლოს მოსახლეობა - ჯამში 35 000-მდე ადამიანი - სტაბილური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მარნეულის, ბოლნისისა და სოფელ ყიზილაჯლოს მოსახლეობა - ჯამში 37 000 - მდე ადამიანი.
მიმდინარე სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) 150 მილიონი ლარით აფინანსებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე