18.მარტი .2020 16:46

„მიღებული გვაქვს დავალება, განვავითაროთ საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება“

views 418
უკან

„იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, აქცენტს გავაკეთებთ სწორედ იმ დარგების განვითარებასა და აღორძინებაზე, სადაც ვხედავთ, რომ დღესდღეობით ყველაზე მეტი მოთხოვნაა“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ამ დარგების და ამ პროექტების ჩამონათვალს უწყება პრემიერ-მინისტრს და კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს უახლოეს დღეებში წარუდგენს.

„მიღებული გვაქვს დავალება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ წარმოების ლოკალიზაცია და განვავითაროთ საკუთარი, განსაკუთრებით იმპორტის შემცვლელი წარმოება. აქამდეც სახელმწიფო, ეკონომიკური გუნდი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას. მე და ჩემმა კოლეგამ, ბატონმა ლევან დავითაშვილმა მივიღეთ დავალება - ჩვენი პროგრამები „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში ისე გადავაწყოთ, რომ სწორედ ასეთ ადგილობრივ წარმოებებს შევუწყოთ ხელი - იქნება ეს კვების დეფიციტური პროდუქტების წარმოება თუ რაიმე სხვა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღეს საუბარია პროდუქციაზე აჟიოტაჟურ მოთხოვნაზე, რასაც საფუძველი არ გააჩნია, რადგან ადგილზე მარაგები საკმარისია, გარკვეულ პროდუქტზე შესაძლო მოკლევადიანი შეფერხებები კი მხოლოდ კლიმატური პირობებით იყოს განპირობებული.

„ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული მოკლევადიანი შეფერხებები შეიძლება შეიქმნას ბურღულეულის რამდენიმე სახეობაზე, მაგრამ, მინდა დაგარწმუნოთ, ესეც ხდება არა იმიტომ, რომ რაიმე მარაგთან დაკავშირებით საფრთხის ქვეშ ვართ, არამედ იმიტომ, რომ გარკვეული, კლიმატური პირობების გაუარესების გამო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დროებით გადაკეტილია და შეფერხებულია სატვირთო მანქანების გადაადგილება. თუმცა მაგრამ პროდუქტის საკმარისი მარაგი გზაშია და ეს რამდენიმე დღის საკითხია“, - აცხადებს ნათია თურნავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა