"მიუხედავად იმისა, რომ გამოვძვერით, როგორც ჩანს, არ იყო მარტივი რთველი და არ მიდიოდა ერთმნიშვნელოვნად,"- განაცხადა გიორგი გახარიამ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დაწყებამდე. გახარიას თქმით, გაზრდილი მოსავლის პარალელურად მნიშვნელოვანია მევენახეებმა და ღვინის მწარმოებლებმა ხარისხის ზრდაზე და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზეც გააკეთონ აქცენტი.
“დარგი კარგად ვითარდება 9 თვის მონაცემებით, როგორ მახსოვს 60 მილიონ ბოთლზე მეტი არის ექსპორტირებული და ეს კარგი მონაცემებია. მახსოვს 2012-2013 წლები, როდესაც 50,000 ტონაზე ვსაუბრობდით და წელს უკვე რთველში მიღებული გვაქვს დაახლოებით 270,000 ტონა ყურძენი.
რა თქმა უნდა არის დრო, რომ ვიფიქროთ ხარისხზე. ყველას კარგად გვესმის, რომ ქართული ღვინის ხარისხი ვენახის ხარისხიდან იწყება. მესმის, რომ პრობლემები ძალიან ბევრია, თუმცა თუ პრაგმატულად, ობიექტურად, შედეგზე ორიენტირებულად მივუდგებით, გადაუწყვეტავი პრობლემა წესით არ უნდა იყოს.
შევქმნით ფორმატს, რომლითაც გვექნება საუბარი, პირდაპირ ვესაუბროთ მეღვინეებს. რა თქმა უნდა დღეს აუცილებლად უნდა ვისაუბროთ რთველზე, მიუხედავად იმისა, რომ გამოვძვერით როგორც ჩანს, არ იყო მარტივი რთველი და არ მიდიოდა ერთმნიშვნელოვნად. რა თქმა უნდა ჯერ კიდევ რაჭაა დარჩენილი და შევთანხმდით, რომ ამაზეც უნდა ვისაუბროთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გვესმის ყველას, რომ ბაზრების დივერსიფიკაცია არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ხარისხზე მუშაობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი,”- განაცხადა გახარიამ.
ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტის სახით 86,194,288 ბოთლი ღვინო (0.75 ლიტრი) გავიდა. 53,682,627 ბოთლი, ანუ მთლიანი ექსპორტის 62.3% რუსულ ბაზარზე, 12.4% უკრაინულ, 8% ჩინურ, 4.1% კი ყაზახურ ბაზარზე გავიდა. 2019 წლის 9 თვეში კი ექსპორტი დამატებით 10%-ით გაიზარდა და 62,2 მილიონ ბოთლს მიაღწია. ღვინის 2/3 კვლავ რუსულ ბაზარზე გადის.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ სახელმწიფო კომპანია "აკურას" რთველის დასრულებისთვის დამატებით 40 მილიონი ლარი გამოუყო. სახელმწიფო კომპანია მევენახეებისგან ყიდულობს ყურძენს, რომელიც ღვინის სხვა ქარხნებმა ვერ ჩაიბარეს. აღნიშნული ყურძნით მთავრობა სპირტს ხდის.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საკუთარი ყურძენი უკვე 21 ათასმა ფიზიკურმა პირმა ჩააბარა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი