24.ივლისი .2021 19:30

მოცვის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია GeorgianBlue-მ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება დაიწყო

 მოცვის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია GeorgianBlue-მ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება დაიწყო
views 3967
უკან

მიმდინარე წლის ორ თვეში მოცვის ექსპორტი გაიზარდა. 1 მაისიდან 29 ივნისის ჩათვლით 376 ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2,429 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ძვირად ღირებული და მალფუჭებადი პროდუქტის ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთია. თუმცა, ტენდენცია ბოლო თვეების განმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლება. კერძოდ, რუსეთის ბაზარზე რამდენიმე ქართულმა კომპანიამ ექსპორტი ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შეაჩერა, რომ რუსეთი პესტიციდებთან დაკავშირებით იმპორტირებულ ხილზე მოთხოვნებს ამკაცრებს.

GeorgianBlue არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ბაზრების დივერსიფიცირება დაიწყო. კომპანია, რუსეთის ბაზრიდან ევროპის ბაზარზე გადაერთო. GeorgianBlue-ში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ბაზარი და საბაჟოზე გაჩერებული მოცვი მათთვის უკვე წამგებიანია.
“წელს ჩვენმა კომპანიამ საკმაოდ კარგი ნაბიჯი გადადგა, დასავლეთ ევროპის მიმართულებით ჯერჯერობით მოცვით დატვირთული ერთი მანქანა გავუშვით და ვაპირებთ, რომ კიდევ სამი მანქანა გავუშვათ. ჩვენ საექსპორტოდ გერმანიაში და ჰოლანდიაში არსებული სუპერმარკეტების ქსელები შევარჩიეთ. ქართული მოცვი იქ თაროებზე განთავსდება, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ასევე მთლიანად ქართული მოცვის ინდუსტრიისთვის", - განაცხადა GeorgianBlue-ს გენერალურმა დირექტორმა, რატი მორჩილაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა