14.დეკემბერი .2021 14:37

მოქალაქეებს ვურჩევ, აიცრან და ასე მიიღონ “მწვანე პასპორტი” - თალაკვაძე უვადო "მწვანე სტატუსზე"

 მოქალაქეებს ვურჩევ, აიცრან და ასე მიიღონ “მწვანე პასპორტი” - თალაკვაძე უვადო "მწვანე სტატუსზე"
views 698
უკან

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კითხვას - covid-გადატანილებს „მწვანე პასპორტის“ სტატუსი უვადოდ უნდა მიენიჭოთ თუ არა - პირდაპირ არ პასუხობს, მაგრამ მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

საქმე ის არის, რომ მედიაში გავცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრობის პოსტზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურა განიხილება და მედიის ცნობითვე, ეკატერინე ტიკარაძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობის მთავარი მიზეზი სწორედ უვადო „მწვანე პასპორტი“ იყო.

„ვთვლი, რომ „მწვანე პასპორტი” საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ინიცივატივაა. მე, პირადად, ვსარგებლობ ამ სტატუსით და მიმაჩნია, რომ წახალისების ეს ფორმა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოქალაქეების პასუხისმგებლობას, აიცრან და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სისტემა გამოსცემს”, - აცხადებს თალაკვაძე.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე - კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირებისთვის “მწვანე პასპორტის” უვადოდ მინიჭება რამდენად წაახალისებს ქვეყანაში აცრის პროცესს, არჩილ თალაკვაძემ ამის საპასუხოდ მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა.

„მწვანე პასპორტი“ დაკავშირებულია ვაქცინაციის სტატუსთან. კიდევ ერთხელ მსურს, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ვურჩიო, ვაქცინაცია ჩაიტარონ და ამაზე დაფუძნებით მიიღონ “მწვანე პასპორტი”, რაც აჩვენებს ჩვენი საზოგადოების მზადყოფნას პანდემიისთვის. ამ მომენტისთვის საქართველო თითქმის უახლოვდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საბაზისო მაჩვენებელს ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და მეტი აქტიურობა გვჭირდება, რათა დროულად დავასრულოთ პანდემია ჩვენს ქვეყანაში”, - თქვა დეპუტატმა.

ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრის პოსტი 9 დეკემბერს დატოვა და როგორც პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმიანობას პარტიის პოლიტსაბჭოში გააგრძელებს, თუმცა მინისტრის მოვალეობას ის დეკემბრის ბოლომდე შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა