მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო 6.5 მლნ ევროს მიიღებს

627264416a866
მარიამ იზორია
04.05.22 20:20
684
საქართველოს მთიანი რეგიონების საჯარო სკოლებში ენერგოეფეტურობის გაუმჯობესებისთვის საქართველო 6.5 მლნ ევროს მიიღებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის მმართველმა დირექტორმა და ინვესტიციების დირექტორმა პროექტ „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების“ მიზნით საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის, სასესხო შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

პროექტი საქართველოსათვის 6.5 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც 3.9 მლნ ევრო სესხის, 2.6 მლნ ევრო კი გრანტის სახით იქნება გადმოცემული.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, თანხა შერჩეულ მთიან რეგიონებში სკოლების სრულ რეაბილიტაციასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება. ამასთან, პროექტისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეცემა.