მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი რეგულაციები და მოვიზიდოთ პარტნიორები - ღარიბაშვილი

6387530a0853e
ინგა მურუსიძე
30.11.22 16:42
415
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელთან და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება და ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობა მზად არის, განავითაროს ეფექტიანი რეგულაციები და მოიზიდოს ძლიერი პარტნიორები.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან. განვიხილეთ ბლოკჩეინის, ახალი ინტერნეტისა და კრიპტო ვალუტის საკითხები. საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება. ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი და მიზანმიმართული რეგულაციები, თან მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები”,- წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.