მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი

621771aa62e48
მარიამ ვარადაშვილი
24.02.22 16:00
46060
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა NATO-ს გენერალური მდივნმა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ალიანსი გმობს რუსეთის ქმედებებს და ხაზი გაუსვა კოლექტიური თავდაცვის პრინციპს, როცა ერთზე თავდასხმას ალიანსი გაერთიანებული ძალებით პასუხობს.

“დღეს ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა, დაიწყოს სამხედრო გეგმის განხორციელება, ეს არის ჩვენი თავდაცვა, რომელიც ფარად გადაეფარება მოკავშირეებს და მოგვცემს საშუალებას, განვათავსოთ ძალები ყველგან, სადაც ამის საჭიროება არსებობს, რათა დავიცვათ ჩვენი წევრები. რუსეთის სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით. უკვე გავაძლიერეთ ზღვაზე, ჰაერსა და ხმელეთზე ჩვენი ძალები. ათასობით დამატებითი ძალა განთავსდება. ჩვენ გვაქვს საჰაერო ხომალდები, რომლებიც მზად არიან დაიცვან ჩვენი საჰაერო სივრცე.

ნატოსთვის მე-5 პუნქტი არის ურყევი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ალიანსი აგრესიისგან დავიცვათ. ხვალისთვის ნატოს ლიდერების სამიტი შედგება, რათა შემდგომი გეგმები განვიხილოთ. კრემლის მიზანია, აღადგინოს საკუთარი გავლენის სფერო, ეს არის გეგმა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშავდებოდა და რასაც ჩვენ არ ვიზიარებთ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.