03.სექტემბერი .2020 13:52

„ნავნე“ თანამშრომლის კოვიდ-ინფიცირების ფაქტს ადასტურებს - კომპანიის განცხადება

views 366
უკან

სილამაზის, კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუელებების მაღაზიათა ქსელ „ნავნეს“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც თანამრომლის ინფიცირების ფაქტს ადასტურებენ.

კომპანიის ცნობით, საწყობის ტერიტორიას, სადაც მათი თანამშრომელი მუშაობდა დეზინფექცია ჩაუტარდა. 

„ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ გუშინ ღამით ჩვენი თბილისის საწყობის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი 17 აგვისტოდან შვებულებაში იმყოფებოდა და ამ დროის განმავლობაში არ ქონია შეხება არც ერთ ჩვენს თანამშრომელთან. მისი კონტაქტები უკვე გამოვლენილია, თუმცა ნავნე გადასამოწმებელი კონტაქტების სიაში არ შედის. ნავნეს არცერთი ფილიალის თანამშრომელი, არც ინფიცირებულთა და არც სავარაუდო კონტაქტების სიაში არ იმყოფება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანამშრომელი 2 კვირაზე მეტია, სამსახურში არ ყოფილა, საწყობის ტერიტორიას დღესვე ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ჩვენ ვაგრძელებთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პანდემიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა რეგულაციისა და რეკომენდაციის შესრულებას, მათ შორის, ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლების სკრინინგს”, - ნათქვამია „ნავნეს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა