02.სექტემბერი .2019 20:24

ნავთობის ფასი ისევ ეცემა

views 265
უკან

სავაჭრო კვირა ნავთობისთვის ნეგატიურად დაიწყო. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი შემცირდა.

Bloomberg -ის ბაზაში ორშაბათის მონაცემებით, Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე (159 ლიტრი) 58,83 ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც პარასკევის ვაჭრობაზე 42 ცენტით ნაკლებია, ხოლო რაც შეეხება West Texas Intermediate-ს, მისმა ფასმა 21 ცენტით დაიკლო და ბარელზე $54,82-ით განისაზღვრა.

ბაზრის დამკვირვებლების განცხადებით, ფასების მერყეობის მიზეზი ისევ და ისევ აშშ-ჩინეთის სავაჭრო დავაა. ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამ ინვესტორებში ნეგატიური განწყობები გამოიწვია. ექსპერტები ფასების ცვალებადობას სამომავლოდაც პროგნოზირებენ.