25.აგვისტო .2020 12:25

NCDC: საქართველოში მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 94 202-ია

views 470
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსზე სულ 350 139 ტესტია ჩატარებული; პირველადად ტესტირებულთა (PCR ტესტი) რაოდენობა კი 344 976-ია.

NCDC-ის ინფორმაციითვე, მილიონ მოსახლეზე PCR ტესტირებულთა რაოდენობა 94 202 შეადგენს.

25 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1429 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის უკვე გამოჯანმრთელებულია 1150 პაციენტი, ხოლო ვირუსმა 19 პირი იმსხვერპლა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6018 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249 მოქალაქე, ხოლო
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა