მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიკა ქურდიანი: ამ სიტუაციაში ბიზნესის დახმარება ეკონომიკის მხარდაჭერას ნიშნავს

5e85f5f668bd6
თელარა გელანტია
02.04.20 18:29
1036
#თიბისიშენთვის ქართული ბიზნესების მხარდასაჭერად სპეციალურ პლატფორმას - www.tbc4u.vendoo.ge -ის ქმნის, რომელიც უკვე ამოქმედდა.

„თიბისის“ და „ვენდუს“ ერთობლივი ინიციატივით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, დონაციაში მიიღოს მონაწილეობა და მხარი დაუჭიროს თავის საყვარელ ქართულ კომპანიას.

მომხმარებლები გადარიცხული თანხის სანაცვლოდ, მათთვის საყვარელი კომპანიისგან ვაუჩერს მიიღებენ, რომელსაც ბიზნესების საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებისთანავე გაანაღდებენ.

დონაციით შესაძლებელია მინიმუმ 5 და მაქსიმუმ 100 ლარის გადარიცხვა. პროექტში ჩართვა ნებისმიერ ქართულ კომპანიას შეუძლია. პლატფორმას უკვე შემოურთდნენ: „სფილოუ“; ჰოსტელი - „შავი პომიდორი“; ღვინის კომპანია - „ჟუჟუნა“; ბარი - „მეობა“; კაფე - „თონე“; „ჩიკატაი“; სამაგიდო თამაშების კლუბი - „წიბახა“ და სხვა.

„თიბისი შენთვის“ პროგრამის ფარგლებში, ყველა ადამიანს ვთავაზობთ, მხარი დაუჭიროს მისთვის საყვარელ ქართულ კომპანიას. ჩვენ ყველანი ვდგავართ გლობალური გამოწვევის წინაშე და ამ სიტუაციაში ბიზნესის დახმარება ჩვენი ეკონომიკის მხარდაჭერას ნიშნავს. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ წამოწყებაში, რომ ერთმანეთის თანადგომით ქართულ ბიზნესებს გავუწიოთ დახმარება“ , - აცხადებს "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი.