მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nokia საფრანგეთში 1 233 სამუშაო ადგილს აუქმებს

5ef3468266fd5
ნათია თაქთაქიშვილი
24.06.20 22:42
723
ფინური კომპანია Nokia საფრანგეთში მდებარე შვილობილი კომპანიის, Alcatel-Lucent International-ის 1 233 თანამშრომელს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ France 24 წერს.

კომპანიის ხელმძღვანელობის ეს გადაწყვეტილება საფრანგეთში რეზონანსული აღმოჩნდა და პოლიტიკური შეფასებების საგანიც კი გახდა, ვინაიდან Nokia-მ გაერთიანება 5 წლის წინ იმ პირობით იყიდა, რომ სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებდა.

კომპანიაში გადაწყვეტილებას ხარჯების შემცირების საჭიროებით ხსნიან. Nokia-ს მესვეურებმა აპრილში განაცხადეს, რომ წელს 500 მილიონ ევრომდე ხარჯის დაზოგვას გეგმავენ.

„Nokia საფრანგეთში მთავარ დამსაქმებლად დარჩება და ასევე საშუალება გვექნება ეფექტურად განვავითაროდ ჩვენი სამომავლო პროექტები“, – განაცხადა ტიერი ბოისონმა, Nokia-ს პრეზიდენტმა საფრანგეთში.

Nokia-ს საფრანგეთში დაახლოებით 5,138 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, მათგან 3,640 Alcatel-Lucent International-ში მუშაობს.