მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nord Stream 2 ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

6426a93292367
მარიამ ვარადაშვილი
31.03.23 13:36
510
მატიას ვარნიგი Nord Stream 2-ს ტოვებს. ვარინგი შვედეთში რეგისტრირებულ Stream 2 AG-ს ხელმძღვანელობდა, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღმასრულებელი დირექტორი რუსულ-გერმანულ პროექტს მარტის ბოლოდან აღარ უხელმძღვანელებს. კომპანია Nord Stream AG რუსეთიდან გერმანიაში მიმავალ გაზსადენებს, Nord Stream და Nord Stream 2-ს მართავს, რომელსაც გერმანიისთვის რუსული გაზის გაორმაგებული მოცულობა უნდა მიეწოდებინა.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წასვლის მიზეზებზე საუბარი არ არის. აღსანიშნავია, რომ ვარნიგი "როსნეფტის" დირექტორთა საბჭოს წევრიცაა. 

1 200 კმ სიგრძის გაზსადენს ბალტიის ზღვის გავლით, გერმანიისთვის რუსული გაზი უნდა მოეწოდებინა, თუმცა თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, პროექტი შეჩერდა.

$11-მილიარდიანი პროექტი 2021 წლის სექტემბერში დასრულდა და ამ თანხის ნახევარი "გაზპრომმა" გადაიხადა. Nord Stream 2-ის გაზზსადენს 2011 წელს ამუშავებულ Nord Stream-თან ერთად უნდა ემუშავა და ჯამში, ევროპისთვის წლიურად 110 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიეწოდებინა, რაც ევროკავშირის მიერ მოხმარებული გაზის მეოთხედზე მეტია.