მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ობიექტებს, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, რეკლამირებაში დავეხმარებით - ჯანიაშვილი

60928709ca95f
ინგა მურუსიძე
05.05.21 15:49
1011
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის სექტორში ამ დროისთვის, დაახლოებით, 100 ათასამდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა ზუსტად ცნობილი არ არის, რამდენი ადამიანი აიცრება. მედეა ჯანიაშვილმა განცხადება სფეროს წარმომადგენლებისა და ეკონომიკის სამინისტროს შეხვედრამდე გააკეთა.

"ზოგადად, ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ეფექტიანად მოვახდინოთ ტურიზმის სექტორის აღდგენა, ვაქცინაცია და ტურისტული სექტორის პრიორიტეტულ ჯგუფად გამოცხადება ამის წინაპირობაა. დღეს განვიხილავთ ვაქცინაციის პროცესს. ვცდილობთ, ეფექტიანი კოორდინაციით რაც შეიძლება დროულად მოხდეს სექტორში დასაქმებულების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. ეს კი საშუალებას მოგვცემს, საერთაშორისო ბაზარზე უსაფრთხო მოგზაურობის პოზიციონირება გავაკეთოთ და იმ ობიექტებს, რომლებიც ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესს გაივლიან, ხელი შევუწყოთ, რომ თავიანთ ობიექტებს, როგორც უსაფრთხოს, რეკლამა გაუკეთონ ", - განაცხადა მედეა ჯანიაშილმა.

კითხვაზე - რა იგულისხმება რეკლამაში, ის პასუხობს, რომ იმ კომპანიების სია, რომელთაც აცრილი თანამშრომლები ჰყავთ, ტურისტულ ვებ-პლატფორმაზე განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მისი ნახვის შესაძლებლობა ექნებათ.

"კომპანიების სია დაინტეგრირდება ჩვენს ტურისტულ ვებ-პლატფორმასა და ყველა სოციალურ ქსელში, მათ შორის მარკეტინგულ კამპანიებში, რომელსაც  მსოფლიო ბაზარზე ვახორციელებთ და ამ სიას დაინტერესებული პირები გაეცნობიან", -  განაცხადა მან.

ტურისტმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის მოვალეობის შემსრულებლის თქმითვე, მნიშვნელოვანია ტურიზმის აღდგენა მოხდეს სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით. "ვაქცინაცია არის უპირობო წინაპირობა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც  ამ კუთხით განხორციელდება, რათა  სექტორის აღდგენა მაქსიმალურად სწარფად მოხდეს", - აღნიშნა მან.