მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ოცნება“ მიხვდა, რომ "მწვანე პასპორტები" უაზრობა იყო... 41 დღე დაგაგვიანდათ რატომღაც - ხვიჩია

61f921022a16e
თელარა გელანტია
01.02.22 15:57
598
„როგორც იქნა, მიხვდა მმართველი პარტია რომ "მწვანე პასპორტები" უაზრობა იყო და უნდა გაეუქმებინა. გილოცავთ ამ შესანიშნავ მიგნებას, რომელიც მიღებიდან 41 დღე დაგაგვიანდათ რატომღაც. მგონი ყველასთვის თვალნათელია რამხელა შეცდომა იყო ეს. რას მივაღწიეთ საბოლოო ჯამში - დავასუსტეთ ადამიანები, გავაღატაკეთ ეკონომიკა. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? დღესაც იგივეს ვაგრძელებთ. შეცდომის არაღიარების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც "მწვანე პასპორტის" გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ხელისუფლების კოვიდ-პანდემიის საწინააღმდეგო პოლიტიკამ, რომელსაც ოპოზიციაც ემხრობოდა, ადამიანების წინააღმდეგ იმუშავა. დეპუტატის აზრით, დღესაც იგივე გრძელდება შეცდომის არაღიარების თვალსაზრისით.

„მე მაქვს შეკითხვა, 25 ათასი ადამიანია დღეს ინფიცირებული, ჩვენ გვახსოვს როდესაც 5 ადამიანი იყო ინფიცირებული, აეროპორტიდან ხალხს ხსნიდით და მიგყავდათ აბასთუმანში. ეს ყველაფერი ხდებოდა ოპოზიციის ლოცვა-კურთხევით. ცოლ-ქმრის ერთმანეთის გვერდიტ მანქანაში ჯდომას კრძალავდით, გზებს რეცხავდით, ბოლოს "მწვანე პასპორტები" შემოიღეთ, ბიზნესების გაკოტრება, ათასნაირი შეზღუდვები.

გრძნობთ თუ არა თავს დამნაშავედ ჩვენს წინაშე, იმ ხალხის წინაშე, რომელიც ამ ყველაფრის შედეგად ზარალდებოდა. კორონას წინააღმდეგ არაფერმა იმუშავა, მაგრამ ყველაფერმა იმუშავა ადამიანების წინააღმდეგ. ვისი პასუხისმგებლობაა ეს? ამას ვინც უჭერდა მხარს როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, იღებს თუ არა რამენაირ პასუხისმგებლობას, თუნდაც პოლიტიკურს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.