27.სექტემბერი .2022 16:22

აგვისტოში Bmatch პლატფორმით სებ-მა $64 მილიონი შეისყიდა

აგვისტოში Bmatch პლატფორმით სებ-მა $64 მილიონი შეისყიდა
views 571
უკან

ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში სებ-მა Bmatch-ის მეშვეობით $63.5 მილიონი შეისყიდა. ეს ივლისის განმავლობაში შესყიდულ $109.5 მილიონზე ნაკლები იყო, თუმცა წინა თვეებთან შედარებით Bmatch-ის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციები მაინც გაზრდილია.

ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ოპერაციებს ახორციელებს როგორც სავალუტო ინტერვენციების, ასევე Bmatch პლატფორმის მეშვეობით. სავალუტო ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება იმავე დღესვე, ხოლო Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის სტატისტიკა ყოველთვიურ ჭრილში ახლდება.

სტატისტიკის მიხედვით, სებ-მა აგვისტოში სავალუტო ინტერვენციების გზით $80.2 მილიონი გაყიდა და $80 მილიონი იყიდა. ხოლო Bmatch-ის მეშვეობით ბაზრიდან $63.5 მილიონი ამოიღო.

შესაბამისად, ჯამურად, აგვისტოში სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ჩარევები დოლარის შესყიდვის მიმართულებას ატარებდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა