მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე

6214df1739e26
ანუკა ჯოხაძე
22.02.22 17:38
20796
საქართველოში 1-ელი მარტიდან რეგულაციების დიდი ნაწილი იხსნება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღეს მიიღო. როგორც საბჭოს წევრები ამბობენ, გადაწყვეტილება საერთაშორისო გამოცდილებას და ქვეყანაში ომიკრონის ტალღის დაღმავალ ტემპს უკავშირდება. ძალაში რჩება პირბადის ტარების ვალდებულება, თუმცა საბჭოს წევრები არ გამორიცხავენ, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებების გადახედვა მოხდეს.

ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ დღეს ქვეყანაში არსებულ რეგულაციებს მხოლოდ იურიდიული ძალა ჰქონდა, თუმცა მისი აღსრულება ნაკლებად ხდებოდა.

თსსუ-ს პროფესორი და იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, ქვეყანაში არსებულმა რეგულაციებმა ძალა განსაკუთრებით ომიკრონის ფართომასშტაბიანი გავრცელების ფონზე დაკარგა. მისი თქმით, კოვიდ-რეგულაციების არაეფექტიანობა საერთაშორისო გამოცდილებითაც დადასტურდა.

“იმის იმედი, რომ აკრძალვებით შეგვიძლია ინფექციის გავრცელება შევაჩეროთ, აღმოჩნდა ფუჭი. ეს გზა დღეისათვის არ არის აღიარებული როგორც ეფექტიანი. მეორე მხარეს უკვე რჩებოდა ამ შეზღუდვების აღსრულება და კონტროლი, რამდენად შევძელით დადგენილი შემზღუდავი ღონისძიებების დეკლარირება, ხოლო შემდეგ უკვე მისი აღსრულება შესაბამის დონეზე. ამ მიმართულებითაც იყო ხარვეზები”, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.