აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტი „აგროტურიზმის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პირველი მოსმენით განიხილეს. ინფორმციას ამის შესახებ პარლამენტის პრეს-სამსახური ავრცელებს.
როგორც ოთარ დანელიამ განაცხადა, აგროტურიზმის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შესამუშავებლად საკმაოდ დიდი სამუშაო იქნა გაწეული როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების, ისე - არასამთავრობო სექტორის ჩართულობით.
„აღნიშნული კანონი რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. ეს გახლავს ადგილობრივი ფერმერული მეურნეობისთვის ხელშეწყობა, მომსახურეობის, მათ შორის, აგროტურიზმის მომსახურების დანერგვა. ასევე განმარტებულია მთელი რიგი ტერმინოლოგია, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული საქმიანობისთვის აუცილებელ პირობებს. კანონი აქვე ადგენს შეღავათებს, რომლებიც ძირითადად საგადასახადო შეღავათებს ეხება. ესაა დღგ, საშემოსავლო, თუმცა რჩება ქონების გადასახადი, ვინაიდან ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობა იყოს მაქსიმალური და მათ ინტერესში შედიოდეს იმ სარგებლის მიღება, რომელიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტს რჩება“, - აღნიშნა კანონპროექტის წარდგენისას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აქვე გათვალისწინებულია მთელი რიგი სტანდარტების დანერგვა, სახელმწიფო პროგრამებში ჩართულობა, საგადასახადო შეღავათების გარდა ასევე ხელშეწყობის პროექტების შემუშავება მთავრობის მიერ.
„გარდამავალ დებულებებში გათვალისწინებული გვაქვს ის მინიმალური ოდენობა ადგილობრივი პროდუქციისა, რომელიც უნდა იყოს მოხმარებული აგროტურისტული სუბიექტების მიერ. თავდაპირველად ეს არის 50%, ხოლო სამომავლოდ - 70%. დღეს ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, აქტუალური საკითხია და ვფიქრობ, რომ გარკვეული ვადაა საჭირო იმისათვის, რომ გარკვეული პერიოდი იყოს საზრიანი და მოახერხონ ადაპტირება იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
მომხსენებლის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი პასუხობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და კანონპროექტის შემუშავების პროცესში გათვალისწინებულია საერთაშორისო ნორმები, სტანდარტები და ევროპული გამოცდილება.
კანონპროექტის მიზანი სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სოფლად ტურიზმის, შესაბამისი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების, აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა.
კანონპროექტის ძირითადი არსი კი აგროტურიზმის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება და აგროტურისტული საქმიანობის, ასევე აგროტურისტული თუ ფერმერული მეურნეობის კრიტერიუმებს განსაზღვრა, აგროტურიზმის ხელშეწყობის ღონისძიებების და ამ საქმიანობის განხორციელების ზოგადი საფუძვლების დადგენაა. კომიტეტის წევრებმა განხილვისას აღნიშნეს, რომ კანონპროექტი უდავოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ძალიან კარგი და მყარი საფუძვლი იქნება რომ აგროტურიზმის მიმართულებით საკმაოდ დიდი ძვრები იყოს ჩვენს ქვეყანაში რეგიონულ ჭრილში სიღარიბის დაძლევის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.
სხდომის დასასრულს, კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით კენჭი უყარეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?