მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზი-ტოკიო: Air France-მა იაპონიაში ავარიული დაშვება განახორციელა

5dad560b9e1d8
მიხეილ ხაჩიძე
21.10.19 14:00
868
Air France-ის თვითმფრინავმა იაპონიაში ავარიული დაშვება განახორციელა. ლაინერი Boeing 777, პარიზი-ტოკიოს რეისს ასრულებდა.

როგორც ადგილობრივი მედია ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ბორტზე 300-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის მაღალი რანგის დიპლომატები.

ბოინგი ავარიულად, ტექნიკური ხარვეზების გამო, ტოკიოს "ჰანედას აეროპორტში" დაჯდა. ამ დროისთვის, დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ტექნიკური ხარვეზების ზუსტი მიზეზები დგინდება.