მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენისთვის 922 მლნ ევრო შეგროვდა

5da6e76952baf
მიხეილ ხაჩიძე
16.10.19 17:45
1342

პარიზის ნოტრ-დამის ხანძრიდან ექვსი თვის თავზე ტაძრის რეკონსტრუქციისთვის, შემოწირულობის სახით,  922 მილიონი ევრო შეგროვდა. როგორც საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რისტერი აცხადებს, ამ დროისთვის პირველი ეტაპის აღდგენითი სამუშაოებისთვის 37 მილიონი ევროა დახარჯული. მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის აღდგენას მინიმუმ 5 წელი დასჭირდება.




მინისტრი ამბობს, რომ სარესტავრაციო სამუშაოები მაქსიმალურად ხარისხიანად უნდა ჩატარდეს, რათა ტაძრის იერსახე  შენარჩუნდეს. ნოტრ-დამი ტურისტებისთვის ამ დრომდე დაკეტილია.

 


შეგახსენებთ, ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ხანძარმა 850 წლის წინათ აგებული ტაძრის სამრეკლო შეიწირა.

 



ინციდენტიდან რამდენიმე საათში ნოტრ-დამის აღსადგენად საფრანგეთის მემკვიდრეობის ფონდმა ფულის შეგროვება წამოიწყო. ეროვნულ კამპანიას კერძო შემომწირველებიც შეუერთდნენ.