მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზას სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული მაჩვენებლები აქვს

60f66aa242883
BM.GE
20.07.21 19:05
982
საქართველოს რკინიგზის 2021 წლის 6 თვის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500 ათასი ტონით აღემატება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სატვირთო გადაზიდვების 10%-იანი ზრდა ბოლო 11 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.

მათივე განმარტავენ, რომ საქართველოს რკინიგზა ახალი ტვირთებისა და ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტების მოძიებაზე სისტემატიურად მუშაობს. 2019 წელს, კომპანიის ინიციატივით სხვადასხვა სარკინიგზო ადმინისტრაციასთან, საზღვაო გადამზიდავებსა და საპორტო ინფრასტრუქტურის მფლობელებთან ერთად გადაზიდვების ერთიანი პირობები შემუშავდა. კერძოდ, დაწესდა ერთიანი გამჭოლი და სეზონური ტარიფები, რის შედეგადაც 2021 წელს პირველ 6 თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთნ შედარებით:

- თურქმენული წარმოშობის ტვირთების გადაზიდვა 95%-ით გაიზარდა - მათ შორის არის როგორც ნათობპროდუქტები, ასევე მშრალი ტვირთები (მინერალური სასუქები:, კარბამიდი, გოგირდი და სხვა). მიმდინარე წლის ბოლო თვეებში გაზრდილია საქართველოს გავლით უზბეკური მშრალი ტვირთების გადაზიდვაც.
- 70%-იანი მატება არის აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ტრანზიტში.
- რეკორდულად მაღალია ჩინეთი-ევროპის მიმართულების საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა. მიმდინარე წლის 6 თვეში გადაიზიდა 4679 კონტეინერი (TEU), რაც წინა წლის მაჩვენებელს 266 %-ით აღემატება.

„ჯამურად საქართველოს კორიდორით სარკინიგზო ტრანზიტმა საანგარიშო პერიოდში 3.5 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 19%-ით აღემატება. გარდა სატრანზიტო გადაზიდვებისა, მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით, ადგილობრივი გადაზიდვები 21%-ით გაიზარდა. 2021 წლის 6 თვის სატვირთო გადაზიდვების სტატისტიკა ბუნებრივია კომპანიის შემოსავლებზე აისახა. მიღებული შემოსავალი 14%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, რაც ასევე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა არის ბოლო წლების განმავლობაში“, - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
(NS)