მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პლასტიკური ბარათი სასურველ ადგილას - ახალი სერვისი "ტერაბანკისგან"

5e84b608db551
BM.GE
02.04.20 08:30
977
"ტერაბანკი" მომხმარებლებს ახალ, კომფორტულ მომსახურებას სთავაზობს. ამიერიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, პლასტიკური ბარათი სახლიდან გაუსვლელად, დისტანციურად შეუკვეთოს და იგი სასურველ მისამართზე მიიღოს.

ბარათის შეკვეთისთვის მომხმარებელმა ან ქოლცენტრში უნდა დარეკოს, ან შესაბამისი შეტყობინება ინტერნეტბანკით გაგზავნოს. ბარათს იგი დალუქული კონვერტით, კურიერის მეშვეობით მიიღებს და ქოლცენტრის დახმარებით გაააქტიურებს.

„ახლა, როდესაც სოციალური დისტანცირება და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზრუნვა განსკუთრებით აქტუალურია, ვფიქრობთ, ეს ერთ-ერთი მოსახერხებელი, უსაფრთხო და კომფორტული შეთავაზება იქნება მომხმარებლებისთვის, რომლებსაც პლასტიკური ბარათის აღება ან განახლება სურთ“, - აღნიშნავენ ტერაბანკში.

მიტანის სერვისი ვრცელდება როგორც ვიზას, ისე მასტერქარდის ნებისმიერ ბარათზე. ამ ეტაპზე მომსახურება თბილისის მასშტაბით მოქმედებს.