16.სექტემბერი .2020 10:13

პრემიერი: "ტურიზმის აღდგენის პროცესში უნდა ვიყოთ პიონერები"

views 356
უკან

"ტურიზმის აღდგენის პროცესში უნდა ვიყოთ პიონერები", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პოსტკრიზისულ ეპოქაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენციები იქნება. ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ სექტორში საქართველოს პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ვაქციოთ შესაძლებლობად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაა - ღონისძიების დღის წესრიგი

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა